რა
თქმა
უნდა,
შესაძლებელია
პასუხის
მოძიება
ინტერნეტში,
რუსულ
საიტებსა
და
1C-ის
ოფიციალურ
ვებგვერდზე
(1c.ru), თუმცა,
მე
შევეცდები
თავი
მოვუყარო
საჭირო
ინფორმაციას
და
ქართულ
ინტერნეტ
სივრცეში
პასუხი
გავცე
მისტიურ
შეკითხვას
- „რა
არის
1С?“.
რაოდენ
გასაკვირიც
უნდა
იყოს, "1C" რუსული
ფირმის
დასახელებაა,
რომელიც
ამზადებს,
აპატენტებს
და
ლობირებს
სააღრიცხვო
სისტემებისთვის
განკუთვნილ
პროგრამული
უზრუნველყოფის
ფართო
სპექტრს.
კომპანია "1C" დაფუძნდა
1991 წელს
ძმების
- ბორისი
და
სერგეი
ნურალიევების
მიერ.
კომპანიის
დასახელება
წარმოიშვა
პროგრამის
დასახელებიდან
-"1C" (одна секунда-ერთი
წამი).
მაშინ
სწორედ
ეს
დრო
სჭირდებოდა
პროგრამიდან
ნებისმიერი
ინფორმაციის
მიღებას.
როგორც "1C"-ის
ოფიციალური
საიტი
იუწყება,
ამ
ფირმის
ყველაზე
ცნობილ
და
პოპულარულ
პროდუქტს
წარმოადგენს "1C:საწარმო"
(1С:Предприятие). არ შემიძლია
არ
დავეთანხმო,
რადგან,
გარდა
იმისა,
რომ
ეს
პროდუქტი
გვიმარტივებს
აღრიცხვის
წარმოებას
საშუალო
და
მსხვილ
საწარმოებში,
ასევე,
აქვს
დამატებული
პროგრამირების
მოქნილი
შესაძლებლობა.
ნებისმიერ
პროგრამისტს,
სათანადო
განათლებით,
შეუძლია
შეიტანოს
სასურველი
ცვლილება
და
ეს
ცვლილება
განაახლოს "1C" ფირმასთან
ურთიერთობის
გარეშე.
"1C:საწარმო"
(1С:Предприятие) - არის
პროგრამების
სისტემა,
რომლის
დანიშნულებაა
სააღრიცხვო
სისტემების
მართვა,
ავტომატიზაცია.
მოცემულ
მომენტში,
ნებისმიერი
სირთულის
აღრიცხვის
ავტომატიზაცია
შეიძლება "1C:საწარმო"-ს
დახმარებით.
სისტემა "1C:საწარმო" იყოფა ორ გარემოდ: კონფიგურატორისა და საწარმოს გარემო. მარტივად რომ ვთქვათ, საწარმოს გარემოში მუშაობს მომხმარებელი, შეჰყავს მონაცემები, აწარმოებს აღრიცხვას, აკეთებს ანალიზს და ა.შ. კონფიგურატორი კი არის გარემო, რომელიც განკუთვნილია პროგრამისტებისა და ბაზის ადმინისტრატორებისათვის. სწორედ ამ ნაწილში იწერება პროგრამული კოდი, მუშავდება ახალი ფორმები, იქმნება ახალი რეპორტები და სხვა დამხმარე ობიექტები. ყველანაირი ახალი ქცევა, რაც აისახება პროგრამაში, აუცილებლად არის აღწერილი კონფიგურატორში. კონფიგურატორი, ასევე, გვაძლევს ბაზის მონიტორინგის შესაძლებლობას: შევქმნათ სარეზერვო ასლები, გავტესტოთ შრომისუნარიანობა, გავასწოროთ ბაზაში მუშაობის დროს აღმოჩენილი შეცდომები და ა.შ. "1C"-ს, ასევე, გააჩნია თავისი ჩადგმული პროგრამირების ენა.
უფრო
კონკრეტულად, "საწარმო", ეს არის
შემუშავებული
ფორმების,
ცხრილებისა
და
პროგრამული
კოდის
ვიზუალური
წარმოდგენა.
მომხმარებელმა,
რომელსაც
შეჰყავს
ინფორმაცია
მონაცემთა
ბაზაში,
უნდა
იცოდეს
საკუთარი
ქმედებების
თანმიმდევრობა
და
არ
არის
ვალდებული
ერკვეოდეს
პროგრამის
კოდში.
ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც
შემუშავებული იყო კომპანია „1C”-ის მიერ, გახლავთ „საბუღალტრო კალკულატორი“. „1C”-ის
პირველი პროდუქტები,3.0, 4.0 და 5.0 ვერსიებზე, მუშაობდნენ DOS-ის სისტემაზე, 1995
წელს კი კომპანიამ გამოუშვა „1C:საწარმო 6.0”, რომელიც მუშაობდაWindows 3.1-ზე.
ერთ-ერთი
პირველი
პოპულარული
პროდუქტი
აღმოჩნდა "1C:საწარმო
7.7", რომლის გაყიდვაც
დაიწყო
1999 წელს
და
მიუხედავად
ხანდაზმულობისა,
დღესაც
სარგებლობს
პოპულარობით.
2002 წელს დღის სინათლე იხილა ახალმა პროდუქტმა - "1C: საწარმო 8", რომლის მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება.
"1C:საწარმო"-ს
პოპულარულობას,
ძირითადად,
განაპირობებს
ორი
ფაქტორი:
პარტნიორებისათვის
ხელსაყრელი
პირობების
მქონე
სადილერო
ქსელის
შექმნა
და
პროგრამული
პროდუქტების
მოქნილი
არქიტექტურა,
რომელიც
მომხმარებელს,
გარკვეული
ცოდნის
საფუძველზე,
საშუალებას
აძლევს
შეიტანოს
სასურველი
ცვლილება
პროგრამაში.
"1C:საწარმო" არ არის კომპანიის ერთადერთი მიმართულება. ის, ასევე, ყიდის სხვა კომპანიების მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს (Microsoft, Adobe, Autodesk და ა.შ), დაკავებულია კომპიუტერული თამაშების შემუშავებითა და ლოკალიზაციით (Ил-2 Штурмовик).
შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ "1C" მთლიანობაში
არის სავაჭრო მარკა, ეკონომიკური დანიშნულების პროგრამული პროდუქტის დასახელება,
პროგრამირების ენა და პროგრამული უზრუნველყოფის დისტრი-ბუტორი. რადგან „1C“-ის მიმართულებების სპექტრი
ძალიან ფართოა, მას იყენებს ყველა, დაწყებული მოსწავლიდან, დამთავრებული კომპანიის
მენეჯმენტითა და დამფუძნებლებით.
0 comments:
Post a Comment